Αίνιγμα Ψυχή

Αίνιγμα Ψυχή

Δευτέρα 9 Ιουνίου 2025

ინტერნეტდამოკიდებულება – რა ვიცით დღეს?

ინტერნეტის გადაჭარბებული გამოყენება, რომელიც ხშირად კლინიკური ნიშნებით ვლინდება, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ გამოწვევად იქცა. ინტერნეტდამოკიდებულება (IAD) მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა დროის კონტროლის დაკარგვა, სოციალური ურთიერთობების დაქვეითება, შფოთვა და დეპრესია. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თუნდაც ქიმიური ნივთიერებების გარეშე, ინტერნეტზე დამოკიდებულება მოქმედებს ტვინის იმავე ნეირო-ბიოლოგიურ მექანიზმებზე, რაც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შემთხვევაში.

მკურნალობა ხორციელდება როგორც ფარმაკოლოგიურად, ასევე ფსიქოთერაპიულად – განსაკუთრებით ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორული მიდგომები, ინდივიდუალური და ოჯახური თერაპია. ნაშრომი მოკლედ მიმოიხილავს ინტერნეტდამოკიდებულების ნეირობიოლოგიურ მექანიზმებს, კლინიკურ სიმპტომებს და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც კვლევისთვის, ისე პრაქტიკული გამოყენებისთვის.

წაიკითხეთ სტატიის სრული ტექსტიPDF